რეზონანსი
13.09.2018

 არ­სენ გვე­ნე­ტა­ძე ექი­მი, გი­ნე­კო­ლო­გი, რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი, თსუ-ს პრო­ფე­სო­რი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლია. იგი პირ­ვე­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­მავ­ლის ას­ტრო­ნავ­ტია, რად­გა­ნაც ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გი გა­ი­ა­რა.

არ­სენ გვე­ნე­ტა­ძემ კოს­მო­სუ­რი პრო­ექ­ტის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ 5 წლის წინ, მე­გობ­რის­გან, სან­დრო ვახ­ტან­გო­ვის­გან შე­ი­ტყო და და­ინ­ტე­რეს­და:

"მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ე.წ. მო­მავ­ლის ას­ტრო­ნავ­ტე­ბი უნდა შერ­ჩე­უ­ლიყ­ვნენ. ისი­ნი ორ­ბი­ტა­ზე ავი­დოდ­ნენ, შე­ხე­და­ვენ დე­და­მი­წას და უკან დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ. მერე ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით ვამ­ბობ­დი, მინ­და ზე­მო­დან გად­მოვ­ხე­დო ტყი­ბულს, ად­გილს, სა­დაც და­ვი­ბა­დე-მეთ­ქი. რა თქმა უნდა, იქ უამ­რა­ვი ინ­სპი­რა­ცი­აა, რაც მთა­ვა­რია, სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­და­ხე­დო დე­და­მი­წას. აქ მთა­ვა­რი მიზ­ნის­კენ სწა­რაფ­ვაა და მისი შეს­რუ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა არის არა სტა­ტი­კა­ში, არა­მედ დი­ნა­მი­კა­ში, მოქ­მე­დე­ბა­ში, "ექ­შენ­ში“. ეს ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ უკეთ შე­ვიგ­რძე­ნი, რაც კიბო გა­და­ვი­ტა­ნე" - აღ­ნიშ­ნავს გვენეტაძე, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მძი­მე სე­ნის­გან გან­კურ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ თავს გა­მოც­და მო­უ­წყო.

 სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის ტრე­ნინ­გი წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლია. გახ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ას­ტრო­ნავ­ტი, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი ფი­ლა­დელ­ფი­ის ბა­ზა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. "ახ­ლაც რომ და­მირ­ე­კონ, უნდა გა­მოფ­რინ­დეო, აქე­დან­ვე აე­რო­პორ­ტში წა­ვალ, რომ პრო­ექ­ტში ჩა­ვერ­თო", - ამბობს "ამბებთან" გვე­ნე­ტა­ძე. ხო­მალ­დში მას­თან ერ­თად დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი 5 მო­მავ­ლის ას­ტრო­ნავ­ტი იქ­ნე­ბა და 2 პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პი­ლო­ტი, რომ­ლე­ბიც მათ თა­ნამ­გზავ­რო­ბას გა­უ­წე­ვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×