(რეზონანსი) რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა სერგეი ივანოვმა დუმაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს რუსეთის ტერიტორიაზე დუელის კოდექსის შემოღებას.
დოკუმენტში გაწერილია დუელის წესები და მონაწილეთა დაშვების საკითხი:
კანონპროექტის მიხედვით, დუელები დაშვებული იქნება მხოლოდ მაღაჩინოსნებს შორის. უბრალო მოკვდავთ დუელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეუძლიათ. ქალებს დუელი საერთოდ ეკრძალებათ, მათ მაგივრად ოპონენტი უახლოესმა ნათესავმა მამაკაცმა უნდა გამოიწვიოს.
დოკუმენტის ავტორმა თქვა, რომ ახალი კანონპროექტი შთააგონა როსგვარდიის მეთაურის ვიდეო მიმარვამ, სადაც ის ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის დუელში იწვევდა.
ცნობისთვის, მსგავსი კანონი რუსეთის იმპერიაში არსებობდა და ავტორის განმარტებით, სწორედ ეს გახდა ახალი კანონპროექტის შემოღების საფუძველი.
აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია ვლადიმირ ჟირინოვსკი.