რეზონანსი
13.09.2018

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „იბერიას" არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბიზნესინტერესები ტელეკომპანიას ამოეფაროს. გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, „ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით თუ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, ეს პროკურატურამ უნდა გაარკვიოს.

„ომეგა ჯგუფი" თუ დააპირებს კონკრეტული პროექტების განხორციელებას ქალაქის მასშტაბით და საჭირო იქნება მერიის და მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ და ჩვენი კარი ღიაა. რაც შეეხება ტელეკომპანია „იბერიას", არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ძალიან მიხარია, რომ დღეს ბევრი ტელეკომპანიაა საქართველოში; ძალიან მარტივია ტელეკომოპანიის შექმნა, დაფუძნება და შემდეგ უკვე გასვლა სატელევვიზო ეთერებში. ვერავინ ვერ შეუშლის ხელს მაუწყებლობას, ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ მთავარია კანონი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაღაც ბიზნესინტერესები ამოვაფაროთ ტელევიზიის საქმიანობას. ეს კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×