რეზონანსი
13.09.2018

 (რეზონანსი) კანაფმა, მარიხუანამ, რა თქმა უნდა, საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მარიხუანას წარმოების დაწყების შემთხვევაში, ადგილი არ ექნება მის არალეგალურ გადინებას.

„არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ შეიძლება კანაფისაგან ადამიანებისთვის სარგებლის მომტანი მედიკამენტების წარმოება და ამ მედიკამენტების გაყიდვით მიღებული შემოსავლის გამოყენება ზიანის თავიდან აცილებასა და შემსუბუქებაში. მედიკამენტების გაყიდვისგან შემოსული ფული უნდა მივმართოთ სწორედ რეაბილიტაციაზე, პრევენციაზე, მასობრივი სპორტის განვითარებასა და განათლებაზე. ჩვენი პრინციპია, რომ ზიანი გადავაქციოთ სარგებლად საზოგადოებისთვის. ქვეყნისთვის მისაღები სარგებელი იქნება ძალიან დიდი. აქ საუბარია მხოლოდ მედიკამენტებისა და კოსმეტიკური საშუალებების ბაზარზე. არანაირ სხვა ბაზარზე აქ საუბარი არ არის და არ განიხილება ნედლი კანაფის გატანის საკითხი", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×