რეზონანსი
13.09.2018

წუხელ გვიან ღამით, გორში 14 წლის გოგონა, საკუთარ საწოლ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. დედამ მეზობლებს დასახმარებლად მას შემდეგ უხმო, რაც მოზარდი დაძახილზე და კარზე კაკუნზე არ რეაგირებდა. ერთმა მეზობელმა ფანჯრიდან ოთახში შეღწევა შეძლო და ის საწოლზე მწოლიარე უკვე გარდაცვლილი ნახა.

"საკმაოდ გაუგებარი სიტუაციაა. თავიდან გვეგონა, რომ თავი ჩამოიხრჩო. მაგრამ მერე ჭრილობები ვნახეთ. რაღაც სადისტურად არის დასერილი. ეს არის მკვლელობა. პოლიცია აქ არის და ყველაფრის გარკვევას ცდილობენ. როგორც ვიცით, გამოძიება მკვლელობის მუხლით აღიძრა. ამ ამბავში ვიღაც არის გარეული. ბავშვი ამდენს როგორ შეძლებდა. არ არის გამორიცხული, რომ ჯერ მოკლა და მერე ვითონ თვითმკვლელობის სცენა გაათამაშა”, –  აცხადებს გოგონას ერთ-ერთი ახლობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×