რეზონანსი
13.09.2018

 (რეზონანსი) ინტერნეტსივრცეში ვრცელდება online-პეტიცია, მოთხოვნით - „მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან", პეტიციხის უკვე 700-მდე ხელმომწერი ჰყავს და რიცხვი იზრდება. პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ მათი მოტივაცია კრემლის რიტორიკის წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელსაც მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

"შევიმუშავეთ პეტიცია, რომლის მთავარი პათოსი და ამოცანა არის, შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მის მხარდამჭერებს და აიძულოს ეს ადამიანი, მოხსნას თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ის, რასაც ის აკეთებს და აჟღერებს იმ ნარატივს, რომელიც შემუშავებულია კრემლში ის მესიჯები, რომლებიც დამახასიათებელია რუსული მედიისთვის, არის კატეგორიულად მიუღებელი საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის საზოგადოებისთვის სილის გაწნა და ჩვენი გარდაცვლილი გმირებისთვის სულში ჩაფურთხება,"- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი კალატოზიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×