რეზონანსი
13.09.2018

თედო ჯაფარიძემ პრემიერის მრჩევლის თანამდებობა დატოვა და მუშაობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ გააგრძელებს.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ ფაზაში გადადის. გარდა იმისა, რომ იწყება საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო –სანაპირო სამუშაოები, ამავე დროს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ხარისხობრივად ურთიერთობის ახალ ეტაპზეც გადავდივართ. „საუკუნის პროექტისთვის“ გამორჩეული პროფესიონალების გუნდის შექმნის პროცესი გრძელდება და მოხარულნი ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან მიმართულებას ამიერიდან გამოცდილი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე თედო ჯაფარიძე უხელმძღვალენელებს“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯაფარიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×