ზუგდიდის მერთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაწყებულია გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლით. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.
გარდა ამისა, დაახლოებით ერთი თვის წინ, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო, რომლის დროსაც ასევე გამოკითხვაზე იყო დაბარებული ლაშა გოგია.
"ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერის თანამდებობა სკანდალურმა აუდიო-ჩანაწერმმა შეიწირა. საუბარია ე.წ. "ატკატებზე". არსებული ინფორმაციით, ლაშა გოგია, ბიზნესმენმა ზურაბ კვირკიამ ჩაწერა.
ჩანაწერში ბიზნესმენი მაღალჩინოსანოსნებს კონკრეტული მიწის სანაცვლოდ გადახდილი გარკვეულ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.
ჯერჯერობით უცნობია ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რა ემუქრება ყოფილ მერს.