ფოთში 5 სექტემბერს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალაჰოსპიტლის დირექტორს, სულხან ორჟონიას თქმით, მამაკაცის დიაგნოზი იყო – დაუზუსტებელი ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანებით, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შეშუპება, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული სისხლჩაქცევა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, მარჯვენა წინამრის ფრაგმენტული მოტეხილობა.
"ავადმყოფს ჩაუტარდა ტრეპანაცია, პლევრის ღრუს დრენირება, წინამხრის ამპუტაცია. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა ტრავმა აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი და 12:00 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა სულხან ორჟონიამ.
ფოთში, ნაბადის უბანში აფეთქება 5 სექტემბერს, განთენიისას მოხდა. სავარაუდოდ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.