რეზონანსი
13.09.2018

 (რეზონანსი) გამოცდების ეროვნული ცენტრი მაია მიმინოშვილის გაწეული სამსახურისთვის მადლობას ჰეშთეგით - #გმადლობთმაია უხდის.

"#გმადლობთმაია მადლიერების გამოხატვა მრავალი ფორმითაა შესაძლებელი, ზოგჯერ - უსიტყვოდ. თუმცა ყველაზე მეტყველ დუმილსაც კი ხანდახან ფრაზებად ქცევა შეიძლება დასჭირდეს და ზოგჯერ - საქვეყნოდ.

ბედნიერებაა შენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ საქმეს ემსახურებოდე. დიდ წარმატებას პროფესიონალთა გუნდი აღწევს, ასეთ გუნდს კი მხოლოდ განსაკუთრებული ლიდერი ქმნის...

გვესმის, რომ საუკეთესო შემფასებელი ისევ დროა... მაგრამ გვინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ საჯაროდ - დიდ გამოწვევებს მხოლოდ გამორჩეული პიროვნებები უმკლავდებიან!

მაია, გვიყვარხარ და მადლობას გიხდით იმის გამო, რომ შესაძლებლობა მოგვეცი, წლების განმავლობაში შენთან ერთად გვეკეთებინა ჩვენთვის საინტერესო და ძვირფასი, ხოლო ქვეყნისათვის აუცილებელი საქმე სრულიად განსაკუთრებულ გარემოში, სადაც თითოეული ჩვენგანი თავს ბედნიერ, საჭირო, ღირსეულ და ამაყ ადამიანად გრძნობდა" - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×