რეზონანსი
13.09.2018

 "იუნისეფის" კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე გაზრდილია, პენსიის ოდენობა კი საგანგაშოდ დაბალია.  დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა რომ :

2015 წელთან შედარებით 2017 წელს, ქვეყანაში უკიდურესად ღარიბთა რიცხვი 108 ათასი კაცით გაიზარდა.

2015 წელთან შედარებით 2017 წელს, ქვეყანაში ღარიბთა რიცხვმა 124 ათასი კაცით იმატა.

2015 წელთან შედარებით 2017 წელს, უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა 2,9%-ით, ხოლო ზოგადი სიღარიბე 3,3%-ით. 

საქართველო არის ევროპაში ბოლოს წინა (მოლდოვამდე) ადგილზე პენსიის სიდიდის მიხედვით და იგი სომხეთსაც კი ჩამორჩება. სომხეთში პენსია არის 230 ლარის ექვივალენტი. „ოცნებას“ 230 ლარის პენსია დაგეგმილი აქვს 2021 წლისათვის.

როგორც ირკვევა,  საქართველოს მოსახლეობის 32% არის ღარიბი, 37% საშუალოდ ღარიბი, ანუ მოსახლეობის 69% ცხოვრობს სიღარიბეში. 24% ცხოვრობს სიღარიბის ზღვართან ახლოს (მოწყვლადი ჯგუფი) და მხოლოდ 7%-ა საშუალო კლასის წარმომადგენელი. ეს არის 2015 წლის მონაცემები. დღეისათვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უარესია, რადგან მას შემდეგ მოხდა ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა. ეს აუცულებლად გამოიწვევდა სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების გადანაცვლებას ღარიბთა კატეგორიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×