(რეზონანსი) "მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი,სიძულვილი - ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
„პირველ რიგში, მოვდივარ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად და რომ ხელახლა არავის მოუწიოს ქვეყნიდანდევნილად წასვლა, რომ აღარასოდეს აღარ დავკარგოთ ტერიტორიები და ღმერთმა იცის, რომ ამ ბოლო ორსაუკუნეში ყველა მიმართულებით დავკარგეთ ტერიტორიები.
ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა და მართლაც, გვინდა ამ ტერიტორიების, ამ საზღვრების შენარჩუნება დაგამთლიანება, როგორიც იყო. მოვდივარ იმისთვის, რომ ხელახლა რუსული ჯარები გავიყვანოთ სამუდამოდ ამ ტერიტორიიდან და ამ ქვეყნიდანმშვიდობიანი გზით.
მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი სიძულვილი, ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა.ჩემამდე ბევრად უფრო ლამაზად შოთა ამბობდა, რომ „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა" და ჩვენვართ ამ მდგომარეობაში, რომ შეიძლება, ძალიან მალე სულს ავნოს ამდენმა სიძულვილმა, რომელიც ქვეყანაშიტრიალებს, ქმნის რაღაც შავ აურას და ამას ვხედავთ, მერე გადადის ახალგაზრდებზე.
ეს უთუოდ უნდა ავიცილოთ თავიდან და მე კი არ ვარ რაღაც სასწაული ჯოხის მომტანი, ამაზე ერთად უნდავიმუშაოთ თქვენ, მე, მედიამ, რომელსაც დიდი როლი აქვს ამ სიტუაციაში, რომ რაღაცნაირად გამოვასწოროთ.ცხადია, ეს იწყება ჯერ ოჯახში და მერე სკოლაში.
მოვდივარ იმისთვის, რომ მრავალფეროვანი და მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება მოვახმარო ამ ქვეყანასმის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ ერთად უნდა გადავიდეთ ნამდვილად 21-ე საუკუნეში, ჩვენჯერ კიდევ ვართ სადღაც შუაში გაჩხერილი. გლობალურ მსოფლიოში, რომლისაც არ უნდა გვეშინოდეს, საკუთარიმნიშვნელოვანი ადგილი უნდა დავიმკვიდროთ ისე, რომ საკუთარი იდენტობა არ დავკარგოთ და პირიქით,გავაძლიეროთ. ეს არის რთული ამოცანა, მაგრამ ამას ერთად ნამდვილად მივაღწევთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.