რეზონანსი
13.09.2018

 (რეზონანსი) "სვანეთში ფეტვიან ხაჭაპურში და ჭვიშტარში კანაფი ჩვეულებრივი ინგრედიენტია" - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

"ჩემს ბავშვობაში, სტუდენტობის პერიოდში, მაგალითად სვანეთში ოჯახი არ იყო კანაფი არ ჰქონოდა დათესილი და ეს გამოიყენებოდა, ცხადია არა ფარმაციის მიზნით, იმიტომ რომ ამას გამოცდილება იქ არ იყო, არამედ ეს იყო ჩვეულებრივი საკვები კულტურა. ჩემი სტუდენტობის პერიოდში ძალინ ძნელად იპოვიდი ახლგაზრდას, რომელეიც ერთხელ, ორჯერ ან ინტენსიურად ეტანებოდა მარიხუანას, ალბათ სვანეთი ერთ-ერთი მეტად დაცული მხარე იყო ამითი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამბობენ რომ კანაფი კუბდარს უხდება, სოზარ სუბარმა უპასუხა:

ვინც ამბობს, რომ კუბდარს კანაფი უხდება, არაფერი იცის სვანური სამზარეულოს შესახებ. ეს მომისმენია ზურაბ ჯაფარიძისგან, კობა სუბელიანისგან, ეს ასე არ არის, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხაჭაპურში და ჭვიშტარში ეს არის ჩვეულებრივი ინგრედიენტი. ეს არის სვანეთში გავრცელებული ფეტვიანი ხაჭაპური. რამდენიმე წლის წინ, ჩემს ახალგაზრდობაში სვანეთში ჩვეულებრივ მზადდებოდა კანაფისგან ხაჭაპური, ისევე როგორც ნებისმიერი გასვენების იგრედიენრტი იყო კანაფის თესლისგან დამზადებული ფხალი, რომელშიც ცხადია, ნარკოტიკული შემცველობა იყო ნულოვანი, რადგან კანაფის თერმული დამუშავების შემდეგ იქ ნარკოტიკი არ რჩება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×