რეზონანსი
13.09.2018

 (რეზონანსი) თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საბურთალოს რაიონში, მიროტაძის ქუჩაზე („დანიურ სახლთან) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ავტობუსები N6, N47, N58 და N87 26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ, მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან.

ჭაბუკიანის (ყოფ. საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ, ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ „ჰოლიდეი ინნ"-ის წინ მდებარე პარკინგის გავლით მოძრაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×