რეზონანსი
13.09.2018

 რუ­სე­თის შვიდ ყვე­ლა­ზე მდი­დარ მუ­სი­კოსს შო­რის ორი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ვარ­სკვლა­ვია. პორ­ტა­ლ kolkozarabatyvaet.ru მო­ნა­ცე­მე­ბით, ესტრა­დის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გრი­გო­რი ლეპ­სია, რო­მე­ლიც 12.3 მლნ დო­ლა­რის ქო­ნე­ბას ფლობს. ლეპსს კა­პი­ტა­ლი მხო­ლოდ სიმ­ღე­რის წყა­ლო­ბით არ და­უგ­რო­ვე­ბია - ის ფლობს მზის სათ­ვა­ლე­ე­ბის მა­ღა­ზი­ებს, კა­რა­ო­კე ბა­რებს, აქვს არა­ერ­თი სხვა მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სი.

კი­დევ ერთი მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მდი­დარ შვი­დე­ულ­ში შე­ვი­და, ვა­ლე­რი მე­ლა­ძეა - 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მფლო­ბე­ლი მომ­ღე­რა­ლი სი­ა­ში მე­ხუ­თე ად­გილს იკა­ვებს. მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გარ­და, მე­ლა­ძეს ასე­ვე აქვს სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სი, არის ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მსა­ხი­ო­ბი, ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის პრო­დი­უ­სე­რი... ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ძმას­თან, კონ­სტან­ტინ­თან ერ­თად რუ­სუ­ლი ესტრა­დის ფი­ნან­სუ­რად ყვე­ლა­ზე შეძ­ლე­ბულ წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის არის.

ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ან მომ­ღერ­ლებს შო­რის არის თა­მარ გვერდწი­თე­ლიც, რომ­ლის ჰო­ნო­რა­რი

40-50 ათა­სი ევ­როა.

უმდიდრესთა სი­ა­ში ვერ მოხ­ვდა სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი, თუმ­ცა მისი ქო­ნე­ბა საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია. პავ­ლი­აშ­ვი­ლის ნახ­ვა კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე, ბოლო პე­რი­ოდ­ში, იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში მას­ზე მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან დი­დია და ამა­ში ის სო­ლი­დურ ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც იღებს.

ამას გარ­და, პავ­ლი­აშ­ვილს აქვს სა­კუ­თა­რი ღვი­ნის ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ შე­მო­სავ­ლი­ა­ნია. თა­ვად მუ­სი­კო­სი ამ­ბობს, რომ ის ქარ­ხნის თა­ნამ­ფლო­ბე­ლია და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღვი­ნოს აწარ­მო­ე­ბენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×