საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის ბიუჯეტის ხარჯვაში ამხელს. არსებობს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ერთი საღამოს სარესტორნო მომსახურებაში, 18 ათასი ლარი დახარჯა. ოპოზიცია აუდიტის სამსახურს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
"ნაცვლად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო დაკავებული იყოს იმ პრობლემებით, რომელიც გარემოში გვაქვს დაქეიფობენ ეს ადამიანები იქით-აქეთ იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა მოიპოვონ და ამისთვის ბიუჯეტიდან ვიხდით ათობით ათას ლარს, მივმართავთ აუდიტის სამსახურს,“-ამბობს ხაბეიშვილი.
ბრალდებებს უარყოფენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სადაც ამბობენ, რომ ღონისძიებაზე სააგენტოს 10 წლის იუბილე აღნიშნეს.