რეზონანსი
13.09.2018

 გუშინ ღამით ზუგდიდის მერი ლაშა გოგია თანამდებობიდან გადადგა.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს“, - დაწერა გოგიამ.

აღსანიშნავია, რომ გოგია რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს. ოფიციალური ინფორმაციით, გოგია „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე გამოიკითხა.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ-ის საქმიანობის შესწავლა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 16 აგვისტოს დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×