რეზონანსი
12.09.2018

 უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკიმ ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კანონპროექტის შემუშავება და მისი მიღებიდან პირველივე დღეებში, მოხდება „სუნის გაქრობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან“. მანვე ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზეც ისაუბრა.

„ბიძინა ივანიშვილს ავტორიტეტი აქვს და ამ საკითხის გადაწყვეტის დროს რომ არ მიეღო სათანადო განმარტებები და კომენტარები, იგი არ აუნთებდა ამ საკითხს მწვანე შუქს.

გახარიას ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც როგორც ალკოჰოლს ადგენს, ისე ადგენს ნარკოტიკული თრობის თემას. ამასთან საჭიროა, რომ კონფესიებმაც და განათლების სისტემამაც ჩართოს რესურსი, რათა მარიხუანას დამაზიანებლობაზე მეტი იქადაგოს“, - განაცხადა ვოლსკიმ "360 გრადუსში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×