რეზონანსი
12.09.2018

 საფრანგეთში ავტოკატასტროფაში საქართველოს ორი მოქალაქს -  მ.პ. და ქ.თ. დაიღუპნენ. სტრასბურგიდან სამხრეთით კოლმარ-მიოლუზის მიმართულებით მოძრავ "ოპელ-კორსა"-ს უკნიდან სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად გარდაიცვალა "ოპელ-კორსას" ორი მგზავრი, სამი კი მძიმედ დაშავდა. პორტალ dna.fr-ს ცნობით, "ოპელ-კორსა"-ს მგზავრები საქართველოს მოქალაქეები არიან, ორი არასრულწლოვანი საფრანგეთის მოქალაქეა"

გარდაცვლილია 53 წლის მძღოლი-ქალი და უკანა სავარძელზე მჯდომი 48 წლის ქალი. მძიმედ დაშავდნენ მძღოლის გვერდზე მჯდომი 26 წლის ქალი და მისი ბავშვები, რომელთაგან ერთი რამდენიმე თვისაა, მეორე კი - სამი წლის.

დაღუპულთაგან ერთი, უკანა სავარძელზე მჯომი 48 წლის ქალი დედაა 26 წლის ქალისა, ხოლო მეორე, ქალი-მძღოლი, მისი დედამთილია.

წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და მან უბრალოდ ვერ შეძლო მოულოდნელად შეჩერებული ავტომანქანასთან შესახებისგან თავის არიდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×