რეზონანსი
12.09.2018

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქართველი ერის იდენტობაზე დიდი კულტურული დარტყმა იქნება.

იგი, როგორც მშობელი, შეშფოთებულია, რომ საქართველოში ვაზის ნაცვლად, კანაფის წარმოება უნდა დაიწყოს.

„ამ პოზიციის გახმოვანება მინდა როგორც მშობელს. ჩემი შვილი აქ უნდა გავზარდო. შეშფოთებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, რომ საქართველოში ვაზის ნაცვლად უნდა დაიწყოს კანაფის წარმოება. ეს ჯერ რუსეთის იმპერიის დროს გააკეთეს და არ მგონია, რომ საშუალება უნდა მივცეთ, იქ, სადაც დღეს ჩვენ ვენახებს ვახარებთ, ამის მაგივრად ვიღაცამ კანაფი გაახაროს, რათა შემდეგ გაყიდოს. 

მონათმფლობელობა და მონებით ვაჭრობაც ერთ დროს მოდაში იყო და დიდი შემოსავალი მოჰქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს დღეს უნდა გავაგრძელოთ. ორგანიზებით ვაჭრობაც ძალიან მომგებიანია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ამით, როგორც ექსპორტიორი, სახელმწიფო უნდა დავკავდეთ. ეს გადაწყვეტილება ქართველი ერის იდენტობაზე დიდი კულტურული დარტყმა იქნება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×