რეზონანსი
12.09.2018

 პარლამენტის განათლბის, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომლითაც აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომელთა ასაკიც 25 წელს არ აღემატება და მათი წლიური შემოსავალი 6000 ლარია, საშემოსალო გადასახადი არ უნდა გადაიხადონ.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანია ქვეყანაში სტუდენტებისთვის შეღავათიანი ფინანსური გარემოს შექმნა და დაუსაქმებელი სტუდენტების წახალისება, რომლებიც დაუბეგრავ ხელფასს მიიღებენ. ინიციატორების აზრით თუ სტუდენტის ხელფასი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება, მათი ყოველწლიური შემოსავალი დაახლოებით 600 ლარით გაიზრდება.

"დაზოგილი თანხა სტუდენტს მისცემს სწავლის გადასახადისა და მინიმალური ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას", – წერია  განმარტებით ბარათში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×