რეზონანსი
12.09.2018

 ვარკეთილში მდებარე 180-ე სკოლაში სასწავლო გარემოსთვის შეუფერებელი პირობებია. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით სკოლაში, რომელიც ვარკეთილის მესამე "ა" მიკროსა და მეოთხე მიკროში მცხოვრები მოსწავლეები დადიან საშინელი ვითარებაა, ამიტომ მოსალეობა განათლების სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს.

„სასწაული კლასები და საშინელი მდგომარეობაა 180-ე სკოლაში. ერთ ოთახს ორად ყოფენ ადგილის უკმარისობის გამო და 30 ბავშვი როგორ უნდა დატიონ გადატიხრულ ერთ გასაცოდავებულ კლასში?  ფაქტიურად 60 ბავშვი შედის კლასში სადაც 30 ზე მეტი არ ეტევა, მაგრამ რადგან გადაიტიხრა და ერთი ორად გადაკეთდა, ჩვეულებრივ კლასებად მიიჩნევა“, - აცხადებენ ვარკეთილელები „ნიუპოსტთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×