რეზონანსი
12.09.2018

 ინდოეთში მცხოვრებმა მამაკაცმა პოლიციის განყოფილებაში ცოლის მოკვეთილი თავი მიიტანა. სატიში განყოფილებაში, მაჩეტეს ქნევით შევიდა და განაცხადა რომ ღალატის საფუძველზე, მოკლა ცოლი.

ერთ-ერთმა პოლიციელმა განვითარებული მოვლენები ტელეფონის კამერაზე აღბეჭდა.

კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი იატაკზე დებს პარკს და იქიდან იღებს მოკვეთილ თავს. ამის შემდეგ 35 წლის მამაკაცმა სამართალდამცველებს მიმართა – „სერ, ეს ჩემი ცოლია. მე მას მთელი ჩემი სიყვარული მივეცი“ და უამბო, რომ ცოლს სხვა მამაკაცთან წაასწრო.

მისი თქმით, იმ მომენტში ვერ აიტანა, რომ მისმა ცოლმა სხვა კაცში გაცვალა და აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდა. მკვლელმა, ასევე, დაიჩივლა, რომ მისმა ცოლმა აიღო 3 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობის კრედიტი ( 300 ათასი ინდური რუპია) და ეს ფული საყვარელს მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×