რეზონანსი
12.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ რუსული „კრილია სოვეტოვი" დატოვა.

32 წლის გიორგი ლორია „კრილიას" 2015 წელს პირეოსის „ოლიმპიაკოსიდან" შეუერთდა. 2015-2016 წლების სეზონში გუნდის შემადგენლობაში 15, ხოლო 2016-2017 წლების სეზონში 25 თამაში ჩაატარა.

გასული სეზონი მან იჯარით მახაჩყალის „ანჟიში" გაატარა, რომლის ღირსება პრემიერლიგაში 13-ჯერ დაიცვა და ისევ სამარაში დაბრუნდა, სადაც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. როგორც თავად თქვა, არასაფეხბურთო მიზეზებით.

ლორიამ "კრილია სოვეტოვის" მაისურით რუსეთის პრემიერლიგაში 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რუსულმა კლუბმამას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×