რეზონანსი
12.09.2018

 (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს,

რომ myvideo.ge-მ „რუსთავი 2" არხების ნუსხიდან ამოიღო. გვარამიას

განცხადებით, myvideo.ge-მ არხის გავრცელებისთვის საფასურის გადახდასთან

დაკავშირებით ტელეკომპანიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„მეგობრებო, საიტმა myvideo.ge, ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნის სანაცვლოდ, გადაეხადა ჩვენი კონტენტისთვის, ამოიღო რ2 არხების ნუსხიდან.

გვიყურეთ ჩვენს საიტზე ან adjara.net.

ჯერჯერობით ხარისხი დაბალია, მაგრამ მალე გავაუმჯობესებთ. გამავრცელებლებს უფასოდ კონტენტს ვეღარ მივაწვდით. ეს ჩვენი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა",-წერს გვარამია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×