რეზონანსი
12.09.2018

 (რეზონანსი) ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექთანს პაციენტის დედა გულგრილობასა და ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. მოზარდის დედა ამბობს რომ შვილი გეგმიურ შემოწმებაზე მიიყვანა და სანამ ლაბორატორიის ექთანი სამედიცინო მანიპულაციას განახორციელებდა, ნემსი შემთხვევით თავად შეერჭო და ნახმარი ნემსით ბავშვს გამოკვლევები ჩაუტარა. მოზარდის დედის ინფორმაციით, ექთანი C ჰეპატიტის მატარებელი აღმოჩნდა.

ფაქტს ადასტურებენ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. როგორც ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, ფაქტი შეისწავლეს და თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მოზარდის მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარებას დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის მიზნით კლინიკა პერიოდულად თავად უზრუნველყოფს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×