
2018 წლის 12 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანთა ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ფაქტზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ორი პირის მიმართ. შესაბამისად, ბრალდებულ ი.ტ.-ს სასჯელის ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
როგორც „ნიუპოსტს“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, 2018 წლის 13 ივნისს, დღის საათებში ქ.თბილისში ბრალდებულმა სცემა მასზე მოსავლელად მიბარებული ექვსი თვის უმწეო ბავშვები. ასევე, ტყუპებზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რაც გამოიხატა ბავშვების საწოლზე თავდაყირა დანარცხებით. ბრალდებულის ძალადობრივმა ქმედებამ, ჩვილების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
„ბრალდებულმა სრულად აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო. მან ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და სასჯელის ზომად, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“,- ნათქვამია განცხადებაში.