რეზონანსი
12.09.2018

 (რეზონანსი) ისრაელის მოქალაქე ბარ ბონენი, რომელიც უკრაინაში მებრძოლ „ქართულ ლეგიონში" პრეს ოფიცრად მუშაობდა, კიევში, საკუთარ სახლსი გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას ამის შესახებ „ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, პოლიცია ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს.

„ჩვენ ძალიან ვწუხვართ მეგობრისა და თანამოაზრის დაკარგვის გამო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამ ოძიება ობიექტური იქნება, რადგან ბარი არ იყო ის ადამიანი, რომელიც თავს მოიკლავდა, არსებობს ბევრი ფაქტი, რომელიც გამოძიების ვერსიას არ ემთხვევა. ჩვენ სამართლიანი მართლმსაჯულების იმედი გვაქვს"- წერს მამუკა მამულაშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×