რეზონანსი
12.09.2018

 (რეზონანსი) საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე საზღვარგარეთ წასულ ახალგაზრდებს მიმართა და მათ ქართული ენის სწავლისკენ და საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„მოვდივარ ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნია, რასაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ცხადია, მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი და მთელი საფეხურები საქართველოში და როგორიც არის ისეთი არის, თუმცა, მე ჩემ თავზე ბევრი ვიმუშავე, ზოგიერთისთვის ეს არ არის საკმარისი, მაგრამ მთავარი ეს არ არის.

მე აქედან მინდა მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან საზღვარგარეთ, იქ არიან ან დაბადებულნი ან წასული, იქ ცხოვრობენ და მუშაობენ, მათი ბედი და მომავალი ჩვენს ქვეყანასთან არის დაკავშირებული, მათ მინდა ვუთხრა, რომ ამას ნუ შეუშინდებით, თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ! და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით!

ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის. მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×