რეზონანსი
12.09.2018

 (რეზონანსი) მარიხუანას ლეგალიზაციის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქზე" საკუთარ მოსაზრებებს ავრცელებს:

„სიტუაცია მარიხუანას ლეგალიზაციის გარშემო - რა სურათია დღეის მდგომარეობით. კანონპროექტების პაკეტი ჯერ ისევ არ დევს საჯაროდ. ამიტომ ზუსტად რამის თქმა რთულია.

1. რეკრეაციული მოხმარება ლეგალურია. ეს თქვა საკონსტიტუციომ და დღეს საჯაროდ დაადასტურა შსს მინისტრმა (პირად სივრცეში დაშვებულიაო);

2. არასრულწლოვნებთან მიმართებაში რეგულაციების შემოტანას აპირებენ (რაც გაჟღერდა საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა, არაფერი ახალი);

3. პროფესიებთან მიმართებაში - გაურკვეველია ზუსტად რას აპირებენ. თუ საუბარია იმაზე რომ ქირურგი საოპერაციოში არ შედიოდეს კანაფით თრობის ქვეშ - ოკ. მაგრამ კანაფის მომხმარებლისთვის რაიმე პროფესიის ქონის აკრძალვა - არის ჩვეულებრივი ფაშიზმი;

4. ავტომობილის მართვა - მკაცრად აპირებენ რეგულირებას. მაგრამ გაუგებარია რატომ უნდა ისჯებოდეს უფრო მკაცრად ავტომანქანის მართვა კანაფით თრობის ქვეშ, ვიდრე ალკოჰოლით თრობის ქვეშ;

5. რეკრეაციული კანაფის კულტივაცია პირადი მოხმარებისთვის - გაუგებარია რას აპირებს მთავრობა;

6. სამედიცინო კანაფის კულტივაცია და პროდუქტების დამზადება/ ექსპორტი - აპირებენ ლეგალური გახადონ, მაგრამ არსებობს საფრთხე ამ ბიზნესის მონოპოლიზაციის ან ოლიგოპოლიზაციის. მკაცრი ლიცენზირება ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია (არ გაუვათ, შანსი არაა);

7. რეკრეაციული კანაფის და მისი პროდუქტების რეალიზაცია - არ აპირებენ დაშვებას, რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება საკონსტირუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებას. თუ მცენარის მოხმარება დაშვებულია, როგორ შეიძლება მისი მოპოვების ლეგალური გზა არ არსებობდეს?

კიდევ არსებობს ბევრი კითხვა და როგორც სჩანს ბევრი მიმართულებით იქნება კიდევ საომარი როდესაც კანონპროექტი გახდება საჯარო. მაგრამ, დღეს მნიშვნელოვანია კარგად, ფართოდ გახელილი თვალებით დავინახოთ ვინ დგას მეორე მხარეს - ვინ საუბრობს „ავღანეთიზაციის", „ნარკობარიგების" და „მომავალი თაობის განადგურების" საფრთხეებზე (ავღანეთში კანაფი არალეგალურია 1970-იანი წლებიდან):

ნათელაშვილი

სააკაშვილი

ვასაძე

ბაქრაძე

ბაღათურია

დავითაშვილი

ლორთქიფანიძე

ჭიჭინაძე

საპატრიარქო

პატრიოტთა ალიანსი

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი

ოცნების ნაწილი

ეს ხალხი იმეორებს სტანდარტულ რუსულ ნარატივს, ქვეყნის, რომელიც ზუსტად იგივე შინაარსის ტექსტებით არის მთავარი მოწინააღმდეგე კანაფის ლეგალიზაციის გლობალური მოძრაობის.

გასაგებია რომ მათი ნაწილი ამას პოლიტიკური მოტივებით აკეთებს, ნაწილი მერკანტილური, ხოლო ნაწილი უბრალოდ საბჭოთა საქართველოშია ჩარჩენილი, მაგრამ, ჩემი აზრით ძალიან მკვეთრი ხაზი გაივლო და გასაგებია სად ბნელა.

პ.ს. ამ ბრძოლას მოვიგებთ, ეჭვი არავის შეგეპაროთ", - წერს ჯაფარიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×