რეზონანსი
12.09.2018

 (რეზონანსი) 2018 წლის 11 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ორი და დაშავდა საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო საკუთარ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს:

„ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ასევე იმყოფებოდა ორი არასრულწლოვანი საფრანგეთის მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საკონსულო სამსახური კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და საფრანგეთის შესაბამის უწყებებთან. მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო გარდაცვლილთა საქართველოში დროულად გადასვენების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ორი მოქალაქის, მ.პ-სა და ქ.თ-ს დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით."- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×