რეზონანსი
12.09.2018

 ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

„ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მოსვლის პირველი დღიდანვე ჩემთვის ცხადი იყო, რომ ეს კომპანია ბოროტად სარგებლობდა და სპეკულირებდა იმით, რომ ადგილობრივი წარმოებაა, დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ასეული ადამიანი. თითქმის ბოლო 3 წლის განმავლობაში ბოროტად სარგებლობდა იმ ლოიალობით, რომელსაც მათ მიმართ იჩენდა სახელმწიფო და წლიდან-წლამდე ვალს ზრდიდა მნიშვნელოვნად. შესაბამისად ის, რომ მისი დამფუძნებელი ყოფილ ან არსებულ თანამშრომელთან რას საუბრობს (ტელეფონით თუ არ ვიცი სად არის ჩაწერილი), ვერანაირად ვერ გამოდგება იმის გამართლებად, რომ არ იხდიდნენ გადასახადს, ვერ გამოდგება შანტაჟის საშუალებად, საუბრის შინაარსის მიუხედავად. ლევან ყიფიანი ყოფილი თანამშრომელია თუ ახლანდელი არ ვიცი, მაგრამ „ომეგა ჯგუფის“ სახელით მოღვაწეობდა", - აცხადებს მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×