მთავრობის მიერ მარიხუანას კულტივაციასა და მის ექსპორტზე გატანის გეგმას დეკანოზი პეტრე კოლხი ეხმაურება:
„ქვეყანა, რომელიც მარიხუანას ექსპორტით ცდილობს ბიუჯეტი შეავსოს, ისედაც დაბოლილია... ქვეყანა, რომელიც ამ ავადმყოფურ შეხედულებასაც ეკლესიის დისკრედიტაციისთვის იყენებს, ისედაც განწირულია... არ მაინტერესებს, კონკრეტული ადამიანების მოსაზრება, მთავარი შედეგია... ბოლო დროს განვითარები მოვლენების გამო ეკლესიის ავტორიტეტი ისედაც განახევრდა... ვინც იმას გაიგებს, რომ გაყიდული ნარკოტიკის თანხა სახელწიფოს გავლით ეკლესიასაც მოხმარდება, ცეცხლსაც წაგვიკიდებენ... ოღონდ ვერ ვიქნებით ჯორდანო ბრუნოები....
ჩემი მოსაზრებაა, ეკლესია თავიდანვე არ უნდა წასულიყო ამხელა დათმობაზე... ნურც იმას იფიქრებს ვინმე, რომ სამღვდელოება ფუფუნებაში ცხოვრობს... ერთეულები შეიძლება კუნძულებს ყიდულობენ, მაგრამ მღვდლების უმრავლესობა, შეიძლება ითქვას სულს ღაფავს... არის შემთხვევები, რომ მრავალშვილიანობის გამო, ტაძრის შემოსავალი ოჯახს არ ყოფნის და სასულიერო პირი იძულებულია ან ღამის დარაჯად იმუშავოს, ან რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ტაქსის მძღოლობა შეითავსოს.
მღვდელი, რომელიც ადამიანებზე, ერზე, ეკლესიაზე ლოცულობს, პურის ფული მაინც უნდა ჰქონდეს...
მე არ მჭირდება ნარკოტიკებიდან შემოსული ფული, ეს შხამია და შვილებს ვერ ვაჭმევ“, - წერს პეტრე კოლხი.