რეზონანსი
12.09.2018

 (რეზონანსი) 2018 წელს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისშემდეგ სტუდენტის სტატუსი 27 906 აბიტურიენტმა მოიპოვა.

საქართველოში არსებულ 623 საბაკალავრო პროგრამას შორის, პირველიარჩევანით რეიტინგის სათავეში ილიაუნის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამაა. ამ პროგრამაზე ჩასარიცხად ერთადგილზე 8.73 სტუდენტი მოდიოდა. სულ 15 ვაკანტური ადგილი იყო, პირველ ადგილზე შემოხაზვებისრაოდენობა კი 131 დაფიქსირდა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

მეორე ადგილზე თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობები მოხვდა, სადაც ბაკალავრებისთვის 70 ვაკანტური ადგილიიყო, პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა 449-ს შეადგენდა, ხოლო კონკურსი პირველი არჩევანისმიხედვით ერთ ადგილზე 6.4 იყო.

მესამე ადგილზე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო უსაფრთხოების პროგრამაა: 20 ვაკანტურიადგილით, პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობით 86; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთადგილზე: 4.3.

მეოთხე ადგილზე თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტია. ვაკანტური ადგილების რაოდენობა 75; პირველ ადგილზეშემოხაზვების რაოდენობა 301, ხოლო კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე 4.04.

მეხუთე ადგილზეა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი(ბათუმი), სადაც 75 ვაკანტური ადგილი იყო, პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობამ 297 შეადგინა, ხოლოკონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე 3.9 იყო.

მეექვსე ადგილს ილიაუნის ქართული ფილოლოგია იკავებს - ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 90; პირველადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 329; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 3.66.

მეშვიდე ადგილზე ილიაუნის ბიოლოგიის ფაკულტეტია - ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 55; პირველადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 201; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 3.65.

მერვე ადგილს იკავებს საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის ფაკულტეტი - ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 175; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 624; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 3.56.

მეცხრე ადგილზეა სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინის პროგრამა - ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 12; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 43; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 3.5.

ათეულს ასრულებს თსუ-ს ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამა - ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 25; პირველადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 85; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 3.4

პირველი არჩევანით კონკურსი ითვლება შემდეგი პრინციპით: პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობრივიმაჩვენებელი გაყოფილი უმაღლესი სასწავლებლის მიერ საბაკალავრო საფეხურზე/კონკრეტულ საბაკალავროპროგრამაზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაზე.

რაც შეეხება პროგრამებს, რომელიც პირველი შემოხაზვის მიხედვით, ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია, პირველი ხუთეული შემდეგია: ილიაუნის ბიზნესის ადმინისტრირება - პირველ ადგილზე შემოხაზვებისრაოდენობა: 2095; ილიაუნის მეცნიერებისა და ხელოვნების საბაკალავრო პროგრამები - პირველ ადგილზეშემოხაზვების რაოდენობა: 2005; თსუ-ს სამართლის პროგრამა - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1215. სტუ-ს სამშენებლო პროგრამა - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1044. ილიაუნის სამართლის პროგრამა- პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1046.

საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტითავისუფალი უნივერსიტეტია, რომელსაც წელს საბაკალავრო საფეხურზე 546 ვაკანტური ადგილი ჰქონდაგამოცხადებული; პირველ პრიორიტეტად 1069-მა აბიტურიენტმა აირჩია და პირველი არჩევანის მიხედვით ერთადგილზე კონკურსი 1.96 იყო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალვრო პროგრამებზე წელს 3847 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული; პირველ ადგილზე ილიაუნის საბაკალავრო პროგრამები 6579-მააბიტურიენტმა აირჩია. ამრიგად, კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე 1.92 იყო, რაც 0.04-ითნაკლებია თავისუფალი უნივერსიტეტის მაჩვენებელზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×