რეზონანსი
12.09.2018

 პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი და "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში საარჩევნო შეხვედრას მართავს. მას ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები, პარტიის გენერალური მდივანი და გუბერნატორები ესწრებიან. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას იმ მიზეზებზე ისაუბრა რის გამოც მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.  

" მოვდივარ ისეთი როგორიც ვარ, არაფერს არ ვთამაშობ... მე მოვდივარ როგორც ემიგრაციის შვილი, მოვდივარ ჩემი ქართული ენით რომელიც ზოგისთვის დასაწუნია,  თუმცა მე ამისთვის ბევრი ვიმუშავე. მე კიდევაც დავბრუნდი და  ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები.  მოვდივარ იმისთვის, რომ არავის არ მოუწიოს ქვეყნიდან წასვლა და აღარ დავკარგოთ ტერიტორიები და იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიყვანო რუსეთის ჯარები, მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად  იმიტომ, რომ ტყუილი და სიძულვილი  ყველას ამოუვიდა ყელში"  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×