რეზონანსი
12.09.2018

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონი, კანაფის შესაძლო ექსპორტირების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან კონფერენციაზე „ნარკოპოლიტიკა საქართველოში გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება” განაცხადა, ამით საქართველოს იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახება მსოფლიო საზოგადოებაში.

„ერთმნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკი ზემოქმედებს ადამიანზე და მის ჩამოყალიბებაზე. მრჩება ასეთი აზრი, რომ ყველა ცალ-ცალკე თანახმა ვართ, მაგრამ რაღაცის მძევლები ვართ. თვითონ შევქმენით რაღაც, რასაც ვერ ვახტებით. ჩვენ მთლიანად წაგვლეკავს ეს. ჩვენი ქართული იმიჯიც, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვაქვს, დამერწმუნეთ, შეილახება.

ჩვენ არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ, ასე რომ ვთქვათ, „ბარიგებად“. ყველაფერი გადავა უკან და ერთ-ერთი ქვეყანა ვიქნებით ამ კუთხით წინა პლანზე. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის თხოვნაა მაქსიმალურად პარლამენტის უმრავლესობამ მოძებნოს გზა და რაღაცნაირად ვთქვათ ამაზე უარი”, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×