რეზონანსი
12.09.2018

 ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მარიხუანას ექსპორტი მომგებიანი იქნება. 

იგი არ გამორიცხავს, მარიხუანა საექსპორტო პოზიციებზე ერთ-ერთი წამყვანი გახდეს. „ამას დრო უნდა, ეს ბაზარი ძალიან მზარდია, თვითონ სამედიცინო მიზნებისთვის უფრო და უფრო მეტად მოიხმარება და ხდება აბსოლუტურად ახალი პროდუქტების შექმნა ფარმაცევტიკაში, კოსმეტოლოგიაში ა.შ. შესაბამისად, ბევრ რამეს განაპირობებს ტექნოლოგიები და ამ სფეროში მიმდინარე რევოლუცია რომ დავარქვათ.

მე მგონი ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. არასერიოზულია დღეს ციფრის დასახელება, ეს რომ სოლიდური ციფრი არ იყოს, რასკვირველია ამ ინიციატივას ჩვენ არ წამოვიწყებდით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა და დასძინა, რომ ლიცენზირების ძალიან მკაცრი პირობები იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×