რეზონანსი
12.09.2018

 მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, განათლების სექტორში რეფორმირების პირველი ფაზის დაწყება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„ჩვენ გამოვყავით 5 დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება. ეს გახლავთ ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობოს აბსოლუტური პრიორიტეტი და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში. ეს იქნება ჩემი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას რეფორმის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, ეს არის რეფორმა, რომელიც საქართველოს წარმატებას მოუტანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×