რეზონანსი
12.09.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნულია, რომ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის პასუხების მოქმედების ვადა გაიზრდება.

პროექტის თანახმად, თეორიული გამოცდის შედეგების მოქმედების ვადის 1 თვიდან 1 წლამდე გაზრდა იგეგმება. უნდა მოხდეს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მე-2 ეტაპის დანერგვაც.

„ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდას ემატება მეორე ეტაპი (რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში). შესაბამისად, დადგინდება აღნიშნული ეტაპის საფასური, ასევე ცვლილება შეეხება თეორიული გამოცდის შედეგების მოქმედების ვადასაც და იგი 1 თვიდან გაიზრდება 1 წლამდე.

ცვლილებების შედეგად ასევე დაიხვეწება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მთელი რიგი მომსახურებები, დაემატება დაჩქარებული მომსახურებები და მომსახურების ახალი სახეები, მათ შორის, მომსახურების დისტანციური არხები,"- ვკითხულობთ პროექტში.

კანონპროექტს 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×