ქვეყნის პირველ პირს საერთაშორისო კონფერენციაზე არაფორმალურ მმართველობის თაობაზე ჰკითხეს. მას დაუსვეს შეკითხვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ წუხან, რომ საქართველოში ამ ერთ ადამიანს აქვს ძალიან დიდი როლი მიმდინარე პროცესებში.
"ძალიან სენსიტიური კითხვაა და იქნებ გვიპასუხოთ?" - მიმართეს პრეზიდენტს რაზეც მარგველაშვილმა ასე უპასუხა:
"რატომ, არის სენსიტიური თემა, ჩემი "გელფრენდი" კი არაა. "ქართულ ოცნებას" ჰქონდა კარგი მიზეზი ვძულდე იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოვწონდი. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ აღმიქვამენ როგორც მტერს, თუმცა ეს ნორმალურია. ქვეყნებში პოლიტიკოსები ყოველთვის ეძებენ მიზეზებს, რომ ერთმანეთი არ მოსწონდეთ.
ბიძინას არ მოვწონდი და კარგი მიზეზი ჰქონდა „ოცნებას“. თავიდან ეს რთული იყო, გამოწვევა იყო შუა გზაზეც, მაგრამ ახლა უკვე მოსაწყენია. მე ვფიქრობ, რომ ძლიერი კი არა, სუსტი პოლიტიკოსები არიან პრობლემა. მირჩევნია საქართველოში იყვნენ ძლიერი ადამიანები, ძლიერი ლიდერები და პრემიერ-მინისტრები. ეს მირჩევნია სუსტ მინისტრს და სუსტ პრემიერს, ვინც იმალება ძლიერი ადამიანის უკან", - განაცხადა მარგველაშვილმა.