საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ კონფერენციაზე - "ნარკოპოლიტიკა საქართველოში, გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება" ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა:
"არ დარჩენილა საზოგადოების არცერთი ფენა, რომელსაც ბოლო პერიოდში ნარკოპოლიტიკათან დაკავშირებული მოვლენები არ აღელვებდეს. მოგეხსენებათ, ნარკომანია მემთვრალეობის უმძიმესი ფორმაა, რომლის თაობაზეც ეკლესიის წმინდა მამებს არაერთი გამონათქვამი აქვთ დატოვებული. არავინ ისე არ აღასრულებს ეშმაკის ნებას, როგორც მემთვრალე. კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორესაც არაერთხელ უთქვამს, რომ „კაცი, რომელიც კარგავს სულიწმინდის მადლს, კარგავს ყველაფერს ამ ქვეყანაზეც და მარადიულ ცხოვრებაშიც“.
სპეციალისტების აზრით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით. მარიხუანა გაეროს მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების სიაშია შეტანილი და მისი მოხმარების სოციალური ზარალი საკმაოდ მაღალი რისკით არის შეფასევბული.
ნარკოლოგები ამტკიცებენ, რომ მარიხუანას მოხმარება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ განვითარების თავისუფლებას დაუკავშირა ადამიანის თავის ტვინში სწორედ იმ რეცეპტორების სკდომას იწვევს, რომელიც მის ინტელექტუალურ განვითარებაზეა პასუხისმგებელი. იგი იწვევს ნაადრევ სიბერეს და ტვინის ფუნქციის აქტიურ დაქვეითებას. ამიტომაც, საზოგადოების დიდ ნაწილს სამარათლიანად მიაჩია, რომ საკონსტიტუცო სასამართლოს გადაწყვეტილება ალოგიკური და არამეცნიერულია", - განაცხადა მეუფე შიომ.