რეზონანსი
12.09.2018

 დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს კომისია უკვე განიხილავს, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

"მამალაძის შეწყალების საკითხი განხილვაშია და შესაბამისად გადაწყვეტილებას მივიღებ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით 9 აგვისტოს მიმართეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×