რეზონანსი
12.09.2018

 მარიხუანას კულტივაცია და ექსპორტი - დეკანოზი დავით ისაკაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ბედ-იღბალს საკონსტიტუციო სასამართლო და ის ადამიანები ვერ უნდა წყვეტდნენ, რომლებსაც ნარკობიზნესის წარმოება სურთ.

„საქართველოში აპირებენ პლანტაციების გაშენებას იმისთვის, რომ ეს პროდუქცია საექსპორტოდ გააგზავნონ სამედიცინო მოხმარების მიზნით. ეს არის მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. რეალურად, ფაქტობრივად საქართველოში უკვე ნარკოტიკიული საშუალებების გასაღების პროგრამის ამოქმედება ხდება. ბუნებრივია, ჩვენ ეკლესია, საზოგადოების ჯანსაღი ფენა ამის წინააღმდეგი ვიქნებით, რათა ამის საშუალება მავანთ არ მიეცეს. უკვე გამოჩნდნენ პიროვნებები, რომლებიც ხელს უწყობენ და დასამალი აღარ არის. ფაქტობრივად, კოლუმბიის სახეს იღებს საქართველო. მთელი საზოგადოება უნდა იყოს აქტიური, რადგან ნარკომანია ყველა ოჯახს კატასტროფულ შედეგებს უქადის.

ერთი და ორი ადამიანი, რომელიც საკუთარი ნარკობიზნესის წარმართვასა აპირებს საქართველოში, ვერ უნდა წყვეტდეს ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალს ამასთან დაკავშირებით. ვერც საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიეცა, არამედ საზოგადოება. ვინც იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში, ეს არის კონკრეტული პიროვნება ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მისი ინიციატივა. მან გაიტანა თავიდან ბოლომდე. საკითხი გადაიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში და შედეგები სახეზეა", - განაცხადა დეკანოზმა დავითმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×