რეზონანსი
12.09.2018

 საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში კონფერენცია "ნარკოპოლიტიკა საქართველოში, გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება" იწყება. კონფერენციას ასევე ესწრება ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი, რომელმაც "აიპრესთან" შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივა შეაფასა და განაცხადა, რომ სანამ ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემები აქვს, ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია.

"ვფიქრობ, ეს ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ ბიუჯეტის შევსება უნდათ და ამას არასწორად ფიქრობენ. პიველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ჩვენ თუ კოლუმბიისა და ავღანეთის მაგალითს განვიხილავთ, კარგად ნახავთ ამ ქვეყნებს რა მოუტანა ნარკოტიკებმა. ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩვენ ვართ, რომელიც თავის საზღვრებს სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ იცავს... ალბათ, მოვა დრო, რომ გავძლიერდებით, მაშინ შეიძლება ამაზე ფიქრი.

ასობით მილიონობით ფულია ტენდერებიდან წაღებული, აი, ამას ვერ მიხედა სახელმწიფომ და როდესაც კანაფის ექსპორტი დაიწყება, რომელზეც ადამიანს ხელი მიუწვდება, ვის უნდა ვანდოთ ეს ნარკოტიკი?! ნატო-სა და ევროკავშეში რომ შევალთ, მერე შეიძლება ამაზე ფიქრი", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×