რეზონანსი
12.09.2018

 ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ნიჯგორში, საროსა და ხიზაბავრაში ნაკვეთები და ხეხილი სეტყვამ დააზიანა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძლიერი წვიმა და სეტყვა 15 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

ასპინძის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ზიანი სოფელ ზიხაბავრას მიადგა.

ნიჯგორის მოსახლეობა კი ამბობს, რომ ხეხილისა და ბოსტნეულის დაახლოებით 40% განადგურებულია.

მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის ზარალის დამთვლელი კომისია კი მუშაობას ხვალიდან შეუდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×