რეზონანსი
11.09.2018

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის საკითხზე კომენტარი გააკეთა. დეპუტატს ინიციატივა მოსწონს.

„ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს, რადგან ძალიან რთულია. იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, თუ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში? ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია და სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, ჟოლოს, სადღაც მოიყვანენ მარიხუანას. ეს იქნება ლიცენზირებული და იქნება გათვლილი იმაზე, რომ ქვეყნისთვის მეტი მოგება მოიტანოს“, - განაცხადა მაღრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×