რეზონანსი
11.09.2018

 სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩაკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პროტესტს აგრძელებს. მეორე შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე კი შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ულტიმატუმის ვადის გასვლის მიუხედავად გეგმები არ შეცვლილა და მოთხოვნაც იგივე რჩება - გადადგეს ხელისუფლება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ზაზა სარალიძეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

„კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე ამოვუწიე. კრუნჩხვები დაემართა, გაითიშა ადამიანი“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

მისივე თქმით, ის არ აპირებს დანებებას და ბრძოლა გაგრძელდება.

„მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას მაინც გავაგრძელებ. რაც შეეხება ულტიმატუმს, ის ძალაში რჩება, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×