რეზონანსი
11.09.2018

 მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის შემდეგ, მთავრობამ საქართველოში მარიხუანას წარმოების ნების დართვაც გადაწყვიტა, რაც კანაფის ექსპორტზე გატანასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებას ითვალისწინებს.

საინტერესოა, თუ რომელი ქვეყნები არიან მარიხუანას უმსხვილესი ექსპორტიორები მსოფლიოში და რა ეკონომიკურ სარგებელთან არის აღნიშნული დაკავშირებული.

ყოველწლირად გაერო ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთ ნაწილს მარიხუანას კულტივაციაც წარმოადგენს. მარიხუანას ტოპ მწარმოებელ ქვეყნების სიაში აშშ ლიდერობს. სიაში ასევე გვხვდებიან მაროკო, ავღანეთი, მექსიკა და სხვ. გაეროს თანახმად, მარიხუანას გაყიდვების მხრივ აშშ-ს ყველაზე დიდი შემოსავალი აქვს. "კომერასნტის" ცნობით, აშშ-ის 9 შტატში კანაფის მოყვანა და მოხმარება, როგორც სამედიცინო, ასევე პირადი მოხმარების სურვილით, ლეგალურია.

"უოლ სტრიტის" ერთ-ერთი ანალიტიკოსი თავის ანგარიშში წერს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ლეგალური მარიხუანას ბაზარი აშშ-ში 17%-ით, 47 მლრდ დოლარამდე გაიზრდება და მძიმე ალკოჰოლის ინდუსტრიას დაეწევა (58 მლრდ). პირველ პოზიციას ლუდის ინდუსტრია (117 მლრდ) იკავებს, ხოლო შემდეგ პოზიციებზე სიგარეტისა (77 მლრდ) და ღვინის (65 მლრდ) წარმოება იკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×