რეზონანსი
11.09.2018

 “ცენტრ პოინტი” m2-ისთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს. ამის შესახებ “ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა.

“ერთი წლის წინ გამოვედი ციხიდან და ამის შემდეგ ვეძებ ინვესტორს. მიდის აქტიური მოლაპარაკება m2-თან. არსებობს ხელშეკრულება, რომელიც მე წინა მოსამართლეს გავაცანი.ეს არის გენერალური ხელშეკრულება, რაც ყველა ჩვენს ობიექტს ასრულებს. ხელშეკრულება ფორმდება m2-ს, „ცენტრ-პოინტსა“ და დაზარალებულებს შორის. კომპანია m2 იღებს ვალდებულებას, ანუ ჩვენ არ გვეყოლება დაზარალებულები“, – განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქმეზე საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რის შემდეგაც მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებენ" - აცხადებს გუკა რჩეულიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×