(რეზონანსი) პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი, მონასტერში წავიდაო, კარგია სინანული, მართლაც კარგია (სანამ მილიონების გაქრობას გამოიძიებენ... თვითონ ხელისუფლებაში რაც თქვეს, მილიარდნახევარზეა საუბარი.. ჰო მაგარია?- რომ გადავიყვანოთ, პენსიონერის და მშიერი ბავშვების ფულია, პირდაპირი მნიშვნელობით)
წინა პრემიერის, ღარიბაშვილის დროს 750 -მილიონი არ ჩანსო - ვააახ ( მე მხოლოდ ვიმეორებ- ვციტირებ)
ბურჯანაძემ თქვა, მე საპრეზიდენტო არჩევნეში მონაწილეობას არ მივიღებ, ახალ მოძრაობას დავიწყებო( რა უნდა იმოძრაოს , არ ვიცი, ტანვარჯიშის მოძრაობებს თუ გვაჩვენებენ ესენი, თორემ 25,27 წელია რასაც ეს პოლიტიკანები მოძრაობენ ქართულ პოლიტიკაში, ქვა- ქვაზე, ლარი- ლარზე, ქატო და ფქვილი არ დატოვეს საქართველოს ბეღელში???
რა ახალი მოძრაობა??, ახალი ილეთებით საქართველოს განადგურება და გაძარცვა ალბათ არა ?? "იპონი" დარჩათ ჩასატარებელი, ბეჭებზე ,რომ დადონ ეს ქვეყანა და ბოლო საკონტროლო ილეთისთვის სალომე ზურაბიშვილია შემოგდებული "საერთაშორისო ძიუდოისტმა" პუტინმა დაგეგმა, როგორც ჩანს.
25 წელია ერთი და იგივე "ტანმოვარჯიშეები" , ერთი და იგივე მოძრაობებით- უნიჭობაა ამის მოთმენა და არც კი ვიცი ვინმე, ვინც ამის მოთმენას აპირებს!!
მე ნამდვილად არ ვიცი! ჩამოსაშორებელია ეს ძველი " ტანმოვარჯიშე" - კორუფციონერ-პოლიტიკანთა ბანდა ქართული პოლიტიკიდან და დაისვენებს ეს ქვეყანა- სირცხვილია უკვე- სიძველე კარგია კულტუროლოგიაში.
პოლიტიკაში- სიახლეა კარგი და აუცილებელი !!!! აღარ დაიღალეთ ამის მოსმენით და მოთმენით????? ჰოდა, ლეგიტიმურად , გავყაროთ და დავისვენოთ რაა" - წერს თაკო ჩარკვიანი.